ცნობილი ადამიანები

ანტონიო ბანდერასი: ორი წლის წინ გულის შეტევა მქონდა და გავიაზრე რომ ვკვდებოდი

Vanity Fair

ანტონიო ბანდერასმა Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის კარიერაზე, ცხოვრებასა და გამორჩეულ მომენტებზე ისაუბრა.

მსახიობს თავის მშობლიურ ქალაქ მალაგაში თეატრი აქვს გახსნილი, სადაც სკოლის მოსაწავლეებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოდგენებს დგამს.

ჟურნალისტთან თეატრზე საუბრისას, ანტონიო ბანდერასმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც გააცნობიერა რომ კვდებოდა.

"ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს მოკვდები, თუმცა ის [თეატრი] შესაძლოა იყო ლამაზი მემკვიდრეობა.

დიახ, მაგრამ მე მოვკვდები. თქვენ ეს თქვით და მართალია - სულ ბოლოს აცნობიერებ, რომ კვდები. ეს ძალიან ნათლად გავიაზრე ორი წლის წინ, როდესაც გულის შეტევა მქონდა. სხვები მეუბნებოდნენ, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში დამმართნია.

ამან მკაფი სურათი დაგანახათ?

ოჰ, დიახ. ეს ყველაფერი ძალიან მკაფიო სურათს განახებს, რადგან იძახი - "ეს არის ღმერთო? შესაძლებელია ასეთი სწრაფი იყოს?". შემდეგ იაზრებ, რომ რა არის ბანკში შენახული ფული? ეს მხოლოდ ინტელექტუალური მაკიაველიანური პროცესია. თუმცა, თეატრი - თეატრს შეგიძლია შეეხო, მე იქ ხალხს ვხედავ, ვხედავ რომ იქ რაღაცები ხდება და ეს არის ჩემი ოცნება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც რაც ჩაწერილი არ არის, არ არსებობს. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვიწერთ. ამას სელფებს ვეძახით, თუმცა ეს ნარცისიზმია. ადამიანები მთელი დღე ამას აკეთებენ! და თეატრს, უეცრად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიმართლე აღმოაჩნდა: აქ მხოლოდ მე და შენ ვართ და როდესაც წარმოდგენა სრულდება, ერთადერთი რამ რაც გრჩება შენი მეხსიერებაა და ეს ყველაფერი შენში საზრდოობს", - პასუხობს ანტონიო ბანდერასი.

ესპანელი მსახიობი 2020 წლის ოსკარის საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციაში მოხვდა, პედრო ალმადოვარის ფილმიდან "Pain And Glory".

კომენტარები