კახა კალაძე

კალაძე ჟურნალისტს: რა გჭირთ, ტო!

instagram.com/kakhakaladze/

"რა გჭირთ ტო! რა მოგივიდათ მოითმინეთ ერთი წუთით", - ასე მიმართა თბილისის მერმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

კახა კალაძემ ჟურნალისტს "ნორმალურად" და "ცივილურად" მოქცევისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ კითხვის დასმისას იგი "არაადამიანურად" იქცეოდა.

მთავარი არხის ჟურნალისტმა კახა კალაძეს ჰკითხა, იგეგმება თუ არა მერიის მაღალჩინოსნების დაკავება.

"დადექით ნორმალურად ცივილურად, არადამიანურად იქცევით, არ გრცხვენიათ უბრალოდ?! ვხვდები რომ არ გრცხვენია და უსირცხვილო რომ ხარ!", - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თბილისის ერთ-ერთ ბაღში მისულმა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები