დეზინფორმაცია

FB-ზე "გავლენის აქტორების" გამომვლენი NGO-ს ხელმძღვანელი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანია

0 კომენტარი
გიორგი გაბოძე ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაკითხვის დროს ფოტო: მეორე არხი

სამართლებრივი განვითარების კვლევითი ცენტრი - ასე ეწოდება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციასა და საზოგადოებაზე ყალბი ახალი ამბების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი გაბოძე, მინიმუმ, 2018 წლის ჩათვლით გენერალური პროკურატურის ერთერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სწორედ გაბოძე იყო კვლევის პრეზენტაციაზე ერთერთი მთავარი სპიკერიც. 

კვლევის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ 17 იანვარს ჩაატარა. ტელეკომპანია იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ორგანიზაციამ სახელისუფლებო გუნდის 15 და ოპოზიციური პარტიების 8 "გავლენის აქტორი" გამოავლინა. 

2019 წლის 3 მარტს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით, გაბოძე გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიებოს საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო. 

ტაბულა დაუკავშირდა პროკურატურას, რათა გაარკვიოს, როდის და რის გამო დატოვა გაბოძემ ეს თანამდებობა. 

გაბოძე ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2018 წლის 23 ივლისს დაკითხა. 

სამართლებრივი განვითარების კვლევითი ცენტრის Facebook-გვერდზე დაარსების თარიღად 2019 წლის 17 ივნისია მითითებული, თუმცა პირველი აქტივობა 3 სექტემბრიდან იწყება, როდესაც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სახელწოდებით "კიბერძალადობა - თანამედროვების მნიშვნელოვანი გამოწვევა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები