აქცია ერაყში

ერაყში საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა ერთი პირი მოკლეს, დაშავებულია 25

AFP

17 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სინაკის ხიდთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაზე ერაყის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე ერთი ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 25.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters უსაფრთხოების სამსახურის და სამედიცინო დაწესებულების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომიტინგე ცრემლსადენი გაზის ქილის კისერში მოხვედრამ იმსხვერპლა.

"საბოტაჟის მონაწილეები სინაკის ხიდზე ბარიკადებს თავს დაესხნენ და მათ შესაჩერებლად უსაფრთხოების ძალები საათების განმავლობაში არალეტალურ მეთოდებს იყენებდნენ" - განაცხადა პრემიერმინისტრის სპიკერმა.

ერაყში საპროტესტო აქციები 1-ლ ოქტომბერს დაიწყო. აქციებზე სულ მცირე 450 ადამიანი მოკლეს. მომიტინგები კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება.

ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.

მომიტინგეები მის გადადგომას მიესალმებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოლიტიკური სისტემის შეცვლას ითხოვენ. პრემიერმინისტრის გადადგომის და მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება.

დეკემბერში აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი სამი ერაყელი ნახევრადსამხედრო ლიდერი ერაყში ანტისამთავრობო პროტესტის დროს მომიტინგეების მკვლელობაში მონაწილეობის გამო შავ სიაში შეიყვანა. აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი სამი ერაყელი ნახევრადსამხედრო ლიდერი ერაყში ანტისამთავრობო პროტესტის დროს მომიტინგეების მკვლელობაში მონაწილეობის გამო შავ სიაში შეიყვანა.

კომენტარები