იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა - შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარებისთვის, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.​

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები