თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

ირანი: ე.წ. შავი ყუთების სხვაგან გაგზავნას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ

PBS

ირანის სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევის გამოძიების დირექტორი ჰასან რეზაიფარი ამბობს, რომ თეირანში ჩამოგდებული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ე.წ შავი ყუთების ანალიზს თავად ცდილობენ და ჯერჯერობით სხვაგან გაგზავნას არ გეგმავენ. 

"ჩვენ შავი ყუთების წაკითხვას აქ, ირანში ვცდილობთ. სხვა შემთხვევაშინჩვენი ვარიანტებია უკრაინასა და საფრანგეთში გაგზავნა, თუმცა ამ დრომდე მათი სხვა ქვეყნებში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია," - ჰასან რეზაიფარმა.

ამ განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, 18 იანვარს რეზაიფარმა თქვა, რომ ირანი ე.წ შავ ყუთს უკრაინას გაუგზავნის. ჯერჯერობით უცნობია, რატომ შეცვალა ირანმა გადაწყვეტილება. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მისი სიტყვების უკან წაღების მიზეზი.

8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირანი თავდაპირველად თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

აღიარებას თეირანის ქუჩებში მასშტაბური აქციები მოჰყვა. პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. დააკავეს ათობით ადამიანი.

კომენტარები