ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატში ძლიერმა ქარმა და შტორმმა მტვრის უზარმაზარი ღრუბელი წარმოქმნა, რომელმსაც რამდენიმე ქალაქში მზის დაბნელება გამოიწვია.
შტატში ხაძრის კერები კვლავ რჩება, თუმცა მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია წვიმა.
წვიმა და სეტყვა იყო ვიქტორიის შტატშიც. მიუხედავად ამისა იქ კვლავ რჩება ხანძრის 14 კერა. სამაშველო სამსახურებში შტატიდან 1500-მდე ზარი შევიდა.
წვიმამ ცეცხლის ჩაქრობას ხელი შეუწყო, თუმცა ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობა გამოწვია. ძლიერი სეტყვა იყო ქალაქ მელბურნშიც.