Studio Ghibli

STUDIO GHIBLI-ს ფილმები თებერვლიდან ნეტფლიქსზე განთავსდება

Studio Ghibli

Studio Ghibli-ს ფილმები თებერვლიდან ნეტფლიქსზე განთავსდება - აქამდე, კომპანია უარს ამბობდა ფილმების რაიმე გზით ციფრულად გავრცელებაზე.

ნეტფლიქსი თებერვლიდან ლეგენდარული იაპონური სტუდიის 21 ფილმის ატვირთვას დაიწყებს, მათ შორის იქნება ოსკაროსანი ფილმები - Spirited Away, Princess Mononoke, My Neighbor Totoro, Kiki's Delivery Service და The Tale of the Princess Kaguya.

ფილმები ნეტფლიქსზე იაპონურად დაიდება და სხვადასხვა ენის სუბტიტრები ექნება. 

"დღევანდელ დღეს და საუკუნეს, არსებობს ბევრი დიდებული გზა, როგორ უნდა მიწვდეს ფილმი აუდიტორიას. ჩვენ მოვუსმინეთ ფანებს და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი ფილმების ჩვენების", - თქვა Studio Ghibli-ის პროდუსერმა ტოშიო სუძუკიმ.

ნეტფლიქსი Studio Ghibli-ის 21 ფილმს ეტაპობრივად დაამატებს თვეების განმავლობაში.

პირველი თებერვლიდან ნეტფლიქსზე შემდეგი ფილმები გამოჩნდება:

Castle in the Sky

My Neighbor Totoro

Kiki’s Delivery Service

Only Yesterday

Porco Rosso

Ocean Waves

Tales from Earthsea

 

პირველი მარტიდან შემდეგი ფილმები:

Nausicaä of the Valley of the Wind 

Princess Mononoke

My Neighbors the Yamadas

Spirited Away

The Cat Returns

Arrietty 

The Tale of The Princess Kaguya

 

პირველი აპრილიდან კი ნეტფლიქსი ამ ფილმების ჩვენებას დაიწყებს:

Pom Poko 

Whisper of the Heart

Howl’s Moving Castle

Ponyo

From Up on Poppy Hill

The Wind Rises

When Marnie Was There.

კომენტარები