ცნობილი ადამიანები

ოზი ოსბორნი 2019 წელზე: ყველაზე მტკივნეული და საშინელი წელი იყო

Billboard.com

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა, გასული 2019 წელი მისთვის ყველაზე საშინელ წელად შეაფასა - ამის შესახებ მან Good Morning America-ში ისაუბრა.

71 წლის ოზი ოსბორნმა გაიხსენა, როგორ დაკარგა გონება სააბაზანოში და ამის შედეგად ძირს დაეცა.

"როდესაც დავეცი ყველაფერი შავი იყო. მე შევედი სააბაზანოში და დავეცი. მახსოვს, ვიწექი და ვფიქრობდი - "მოკლედ, შენ მორჩი ახლა", ძალიან წყნარად ვფიქრობდი ამაზე. შერონმა [ცოლი] სასწრაფო დახმარება გამოიძახე, მას შემდეგ ყველაფერი დაშვებას გავს", - გაიხსენა ოზი ოსბორნმა.

მუსიკოსის თქმით, ის თითქმის ერთი წელია გამოჯანმრთელების პროცესშია.

"ეს იყო ყველაზე ცუდი, ყველაზე გრძელი, ყველაზე მტკივნეული და საშინელი წელი ჩემს ცხოვრებაში", - ასე შეაფასა ოზი ოსბორნმა 2019 წელი.

გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, ოზი ოსბორნს სურდა, რომ ჯანმრთელობის საკითხებსა და თავის გამოცდილებებზე საჯაროდ ხალხთან ესაუბრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გააკეთებს თუ არა მუსიკოსი ამას.

კომენტარები