დემოკრატიის ინდექსი

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. 

თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. 

შეფასების გაუარესება 2018 წლიდან დაიწყო. 2016 წელს ინდექსში საქართველო 82-ე პოზიციას იკავებდა, 2018 წელ 79-ეს, ხოლო 2018 წელს საქართველომ 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

უნდა ითქვას, ბოლო ინდექსის მიხედვით საქართველომ რეგიონის ლიდერის სტატუსი დაკარგა. სომხეთი ამჟამად 5,54 ქულით 86-ე ადგილს იკავებს, რაც საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებაა. 

საქართველოს შეფასება წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • 2012 წელი - 5.53 ქულა;
  • 2013 წელი - 5.95 ქულა;
  • 2014 წელი - 5.82 ქულა;
  • 2015 წელი - 5.88 ქულა;
  • 2016 წელი - 5.93 ქულა;
  • 2017 წელი - 5.93 ქულა;
  • 2018 წელი - 5.50 ქულა;
  • 2019 წელი - 5.42 ქულა.
     

კომენტარები