მერიამ სკამების 1.9 მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

ტენდერი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიას 1 880 969 მილიონი ლარის ღირებულების სკამები უნდა შეეძინა ჭავჭავაძის გამზირისთვის, შეწყვეტილია.

სატენდერო კომისიის 20 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ამის მიზეზი "სკამების ვანდალიზმისგან დაცვაა."

ტენდერი შეწყვეტიდან ერთი დღის შემდეგ, 21 იანვარს უნდა დასრულებულიყო.

ჯამში მერიას 155 სკამის შეძენა სურდა, რისთვისაც 2.5 მილიონი უნდა დაეხარჯა. შესაბამისად, თითო სკამის საშუალო ღირებულება 12 ათას ლარს აჭარბებდა.

აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული სკამების ესკიზები ზუსტად ემთხვეოდა მილანური კომპანია LAB23-ის პროდუქციას.

კომენტარები