თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს

AP

თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მათ მოიპოვეს ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს.

ორგანიზაცია მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას შეუსაბამო სამეცნიერო ხარისხი.

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები ვრცლად ამ თემაზე ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. 

ქართული ოცნების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია არის განთავსებული ვკითხულობთ, რომ ის 1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

კომენტარები