ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი BBC-ზე შოუს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბავშვებს ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში

Variety.com

ანჯელინა ჯოლი BBC-ზე შოუს აღმასრულებელი პროდუსერი ხდება, რომლითაც ბავშვებს დაეხმარება ყალბი ინფორმაციების ამოცნობაში - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

შოუს "BBC My World" ერქმევა და მასში მოყოლილი იქნება რა ამბები დგას მედიების საშუალებით გადმოცემული ინფორმაციების უკან, ასევე 13 წელს ზევით ბავშვებისთვის წარმოდგენილი იქნება ფაქტები და ცნობები, რომლებიც მათ დაეხმარებათ გაერკვნენ საერთაშორისო საკითხებში.

ანჯელინა ჯოლისთან ერთად შოუს შექმნაზე Microsoft Education იმუშავებს.

"როგორც მშობელი მოხარული ვარ, რომ შემიძლია დავეხმარო ისეთ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს ასწვლოს მეტი მსოფლიოს გარშემო მაცხოვრებელ სხვა ახალგაზრდა ადამიანებზე და დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან. იმედი მაქვს, რომ შოუ დაეხმარება ბავშვებს იპოვონ ინფორმაციები და მექანიზმები, რითიც ისინი გაარჩევენ ისეთ საკითხებს, რაც მართლაც ღირებულია მათთვის", - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

შოუ ყოველკვირეული იქნება და BBC-ის ყველაზე ყურებად არხზე - BBC World News-ზე გავა. ასევე, მისი ყურება შესაძლებელი იქნება BBC-ის იუთუბის არხსა და BBC iPlayer-ზე.

შოუზე მომუშავე სხვა ადამიანები ასევე ფიქრობენ, რომ ის ყველაზე მეტად დაეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც წვდომა აქვთ ძალიან ბევრ სოციალურ ქსელებთან და შესაბამისად აწყდებიან ყველა სახის ინფორმაციებს.

"ახალგაზრდებს სჭირდებათ მექანიზმები, რითიც ონლაინ სივრცეში გავრცელებულ ნამდვილ ამბავს ყალბისგან განასხვავებენ და ასევე სჭირდებათ უნარები, რომ იფიქრონ კრიტიკულად ნებისმიერ ინფორმაციაზე, სადაც არ უნდა გადააწყდნენ მას. მსგავსი უნარების გამოზრდა არის My World-ის მიზანი და ეს უნარები დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელონია, არამხოლოდ მათი პერსონალური განვითარებისთვის, არამედ მომავალში ჯანსაღი გლობალური დემოკრატიის ქონისთვის", - თქვა ჯეიმი ანგუსმა, BBC World Servie Group-ის ხელმძღვანელმა.

კომენტარები