მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 1030 პირი

24 იანვარს აღმოსავლეთ თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავდა 1030 პირი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მიწისძვრის შედეგად ეპიცენტრში რამდენიმე შენობაც დაინგრა.

116 ადამიანი ელაზიგის პროვინციაში დაიღუპა, ხოლო 4 მეზობელ მალათაიას პროვინციაში. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს თქმით, 30 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ.

სამაშველო სამსახურის წევრები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და აგურების მოშორებას ცდილობდნენ. სამძებრო სამუშაოებისთვის დრონებსაც იყენებენ. 

მიწისძვრა სირიაში, ირანში და ლიბანშიც იგრძნეს.

თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, მიწისძვრა მესამე დონის იყო, რაც საერთაშორისო დახმარებას არ მოითხოვს.

ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ დაზიანებულ სახლებში უკან აღარ მიბრუნებულიყვნენ რადგან განმეორების რისკი არსებოდა. მათთვის დროებითი თავშესაფარი სპორტდარბაზებში გამოყვეს.

კომენტარები