დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის პირს პატიმრობა შეეფარდა

EKATERINE PHOTOGRAPHY

საქალაქო სასამართლომ, ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული ზაზა მურჯიკნელი ამბობს, რომ მას მომხდართან არაფერი კავშირი არ აქვს და ბრალს არ აღიარებს.

სამართალდამცველებმა მურჯიკნელი 24 იანვარს დააკავეს. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბრალდებულის სახით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.მ. [ზაზა მურჯიკნელი] დააკავეს.

ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში თავს 2018 წლის 7 თებერვალს დაესხნენ. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

კომენტარები