საფრანგეთი

საფრანგეთში ავარიას 27 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

https://www.varmatin.com/

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ქართველი მორაგბის ბექა ბურდიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ბუნდიაშვილის გარდაცვალებას ოფიციალური განცხადებით კლუბიც, სადაც ქართველი მორაგბე თამაშობდა, გამოეხმაურა. უბედური შემთხვევა დღეს, 26 იანვარს, მოხდა.

როგორც ცნობილია, მორაგბე "ლავორთან" მატჩზე მიდიოდა და გზაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, მომხდარის გამო თამაში გადაიდო.

კომენტარები