კობი ბრაიანტი

ლეგენდარული კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა

ლეგენდარული კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.

მედიების ცნობით, უბედური შემთხვევის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღპა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი ლოს ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა.

NBA-ში 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კობიმ 18-ჯერ ითამაშა All Star-ი, ყველა ვარსკვლავის მატჩი.

მან ლეიკერსის რიგებში ჩემპიონის ტიტული 5-ჯერ მოიგო.

ასევე, ორჯერ დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ოთხჯერ - ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად.

NBA-ში კობი ბრაიანტმა მთლიანობაში 33 643 ქულა მოიპოვა და ამ სტატისტიკაში მეოთხე ადგილზეა.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლოს ანჯელეს ლეიკერსი და NBA 2016 წელს დატოვა.

კომენტარები