წყალდიდობა ბრაზილიაში

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

AFP

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. მეწყერი და წყალდიდობა ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სახლების დატოვება მოუხდა 2,500-ზე მეტ ადამიანს.

დაკარგულად ითვლება 17 პირი, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დიდი ოდენობის ზარალი მიადგა მინას-ჟერაისის შტატის 40 მუნიციპალიტეტს. ბრაზილიის სინოპტიკური სააგენტოს მიხედვით უკანასკნელი 110 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციის აღწერა დაიწყეს, ეს შტატის ისტორიაში ყველაზე ძლიერი წვიმა იყო.

გასულ წელს ამავე შტატში ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხლის დანგრევას 270 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები