GRAMMY 2020

დემი ლოვატომ Grammy 2020-ის სცენაზე ახალი სიმღერის წარდგენისას იტირა (ვიდეო)

ტაბულა

გრემის რიგით 62-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დემი ლოვატო ახალი სიმღერის წარდგენისას ატირდა. მან კომპოზიციის შესრულების დაწყებისას ემოციები ვერ შეიკავა, გაჩერდა და გამამხნევებელი ოვაციების შემდეგ ისევ გააგრძელა სიმღერა. 

შეგახსენებთ, რომ მომღერალი დაახლოებით 2 წელია რაც სცენაზე არ გამოჩენილა. სიმღერაში ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა და, როგორც ჩანს, თავს მარტოდ გრძნობდა. 

"როგორი წარმოუდგენელი ღამე იყო. 2 წლის განმავლობაში ჩემი პირველი გამოჩენა სცენაზე. ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის." დაწერა ლოვატომ ინსტაგრამზე

კომენტარები