აშშ-საქართველო

საელჩო: აშშ-ის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით

Shutterstock

ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით წეროვანში 2 000 კვადრატულ მეტრზე სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ცენტრში თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ.

"ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით. ისინი შინ და გარეთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობენ ხელს. დღეს დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის, ახალ ეტაპს მიაღწია... ძალა ერთობაშია" - წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

კომენტარები