ბილი აილიში

ბილი აილიშმა ის მომენტი გაიხსენა, როდესაც სუიციდს აპირებდა

Instagram : Billieeilish

ხუთი გრემის მფლობელმა 18 წლის მომღერალმა, ბილი აილიშმა, CBS-თან თავისი ცხოვრების რთულ დროებსა და სუიციდზე ფიქრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას სურს, რომ თავის ფანებს დაეხმაროს რთული ეტაპების გადალახვაში და საკუთარი თავების შეყვარებაში.

"მე მათ მხრებში ვკიდებ ხელს და ვეუბნები - "გთხოვ მოუარე საკუთარ თავს, იყავი საკუთარი თავის მიმართ კარგი და სასიამოვნო. არ გადადგა ზედმეტი ნაბიჯი და არ ავნო საკუთარ თავს", - თქვა მომღერალმა.

ბილი აილიშის თქმით, გასული წელი მისთვის ძალიან რთული იყო, უცბად მოპოვებული პოპულარობის გამო მან ძველი მეგობრები დაკარგა და კლინიკურ დეპრესიაში ჩავარდა.

"ძალიან უბედური ვიყავი გასულ წელს, ძალიან სევდიანი. არ მინდა სიბნელით მოცული ვიყო, მაგრამ არ მეგონა თუ ამას 17 წლის ასაკში ვიზამდი.

ერთ მომენტზე ვფიქრობ - ბერლინში ვიყავი და სასტუმროს ოთახში მარტო ვიჯექი. მახსოვს, იქვე ფანჯარა იყო. მახსოვს ვტიროდი, რადგან ვფიქრობდი, როგორ მოვკვდებოდი, ამის გაკეთებას ვაპირებდი", - თქვა მომღერალმა.

ჟურნალისტიმა ბილი აილიშს კითხა, ტექსტი მისი სიმღერიდან - "I wanna end me" [მსურს დავასრულო საკუთარი თავი] - პერსონალურად მას თუ ეხებოდა, რაზეც მომღერალმა მიუგო, რომ ეს სწორედ მასზე იყო.

18 წლის ბილი აილიშმა გუშინ გამართულ გრემის 62-ე დაჯილდოებაზე 5 ჯილდოს მოპოვება შეძლო, მათ შორის ოთხი მთავარი ჯილდო იყო. ამით მომღერალი მსოფლიოში მეორე ადამიანი გახდა, ვინც გრემის 4-ვე მთავარი ჯილდოს მიღება შეძლო.

კომენტარები