ლევან იზორიას ძმის საქმე

იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩი იქნება

ლევან იზორია
თავდაცვის სამინისტრო

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან POST TV-ის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩი იქნება. იზორიას მტკიცებით, ეს დეკემბერში გადაწყდა და მისი ძმის საქმეს არ უკავშირდება.

"ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩის. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა დროც მქონოდა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. სავარაუდოდ სწორედ თებერვლის მიწირულს იგეგმება ჩემი იქ წასვლა" - თქვა იზორიამ.

კომენტარები