კრიმინალი

ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია "სპარის" თანამშრომელი დაჭრეს, 24 წლის კაცის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე "სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა 24 წლის მამაკაცი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა - დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სპარის" თანამშრომელს თავს 30 დეკემბერსაც დაესხნენ. მაშინ კონსულტანტი კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში დაჭრეს - ის 21 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები