კრიმინალი

სპარის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

flickr

სპარის თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ტაბულას შსს-დან აცნობეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე "სპარის“ თანამშრომელი 27 იანვარს დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა 24 წლის მამაკაცი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა - დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სპარის" თანამშრომელს თავს 30 დეკემბერსაც დაესხნენ. მაშინ კონსულტანტი კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში დაჭრეს - ის 21 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები