მოძრაობა გზებზე

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე დილამდე მოძრაობა შეიზღუდა

თბილისის მერია

თბიილისში საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამის გამო, 27 იანვარს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე. 

ამაღამ, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ ამირანთან.

"სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

 

კომენტარები