ქავიე ვესტმა ლეგენდარული კალათბურთელის - კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი, ღამის ღვთისმსახურების დროს, სიმღერით მიაგო. ღვთისმსახურებას კიმ და კორტნი კარდაშიანები, კირკ ფრანკლინი და Chance the Rapper ესწრებოდნენ.
ვესტის, ლოს ანჯელესის ლეიკერსის ფანისა და კობი ბრაიანტის კარგი მეგობრის, სიმღერა სპორტსმენის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურებოდა და მომღერლის ტკივილს გადმოსცემდა. გარდა ამისა, ღვთისმსახურების დროს იმღერა Chance the Rapper-მა და ისაუბრა კირკ ფრანკლინმა.
41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი, 26 იანვარს, ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.