სელენა გომესი

სელენა გომესი ჯასტინ ბიბერზე: ვგრძნობ, რომ ემოციური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი

Getty Images

სელენა გომესმა ახალ ინტერვიუში თქვა, რომ ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობის დროს ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო.

NPR-თან საუბრისას 27 წლის მომღერალმა ისიც თქვა, რომ მისი ამ მომენტისთვის ყველაზე პოპულარული სიმღერა "Lose You to Love me" ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობას მიუძღვნა.

"ეს არ არის სიმღერა სიძულვილზე. ეს არის სიმღერა, რომელიც ამბობს - მე მქონდა რაღაც მშვენიერი და არასდროს ვაპირებ ამის უარყოფას. ძალიან რთული იყო და ბედნიერი ვარ, რომ მორჩა.

ვფიქრობ, რომ მშვენიერი გზა იყო იმის თქმისთვის, რომ ეს მორჩა და მე ვხვდები ამას, პატივს ვცემ და ახლა ჩემი ცხოვრების ახალ თავში ვაბიჯებ", - თქვა მომღერალმა.

სელენა გომესს ჟურნალისტიმა კითხა, თუ იხსენებს ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობის დროს განვლილ ყველაზე რთულ მომენტებს, რაზეც მან უპასუხა:

"არა, იმიტომ რომ ძალა ვიპოვე. საშიშია მსხვერპლის მდგომარეობასა და მენტალობაში ჩარჩენა. არ მინდა უპატივცემულოდ გამომივიდეს, მაგრამ ვგრძნობ, რომ გარკვეული ძალადობის მსხვერპლი ვიყავი".

ამის შემდეგ მომღერალს ჟურნალისტმა კითხა "გარკვეული ტიპის ძალადობაში" თუ გულისხმობდა ემოციურ ძალადობას.

"დიახ და მე უნდა ვიპოვო გზა, რომ მივხვდე ამ ყველაფერს, როგორც ზრდასრული. უნდა გავიგო ყველა იმ არჩევანის, რომელსაც ვაკეთებდი.

ნამდვილად არ მინდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამაზე საუბარში გავლიო. ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ძლიერად ვგრძნობ თავს, რაც კი ოდესმე მიგრძვნია", - თქვა სელენა გომესმა.

გასული წლის სექტმებერში ჯასტინ ბიბერმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ წარსულში ქალებს უპატივცემულოდ ექცეოდა.

"19 წლის ასაკში მძიმე ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე და ყველა ჩემი ურთიერთობა გავაფუჭე.

ქალების მიმართ წყენია, უპატივცემულო და გაბრაზებული გავხდი. ყველასთან დისტანცია დავიჭირე, ვისაც ვუყვარდი", - წერდა ჯასტინ ბიბერი.

სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი 2010 წლიდან 2012 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2012 წლის ნოემბერში ისინი დაშორდნენ, თუმცა რამდენიმე კვირაში შერიგდნენ და ურთიერთობა 2013 წლამდე, მორიგ დაშორებამდე ჰქონდათ. ამის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ, თუმცა ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ.

კომენტარები