გამოვლინდა ფოტოკონკურს "მშენებლობის ხელოვნების" გამარჯვებულები. ფოტოკონკურსის ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთის მშენებლობის ინსტიტუტია და იგი ყოველწლიურად იმართება. კონკურსის მიზანია, აღმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს კრეატიული არქიტექტურული გადაწყვეტილებები და მიგნებები.
ათასობით ფოტოდან ორგანიზატორებმა 12 საუკეთესო ამოარჩიეს. კონკურსს ყოველწლიურად ორი გამარჯვებული ჰყავს, ერთს სპეციალური ჟიური ასახელებს, ხოლო მეორე გამარჯვებული ორგანიზაციის საიტზე გამართული ონლაინ ხმის მიცემით ვლინდება.
ჟიურიმ გამარჯვებულად პედრო ლუის ახურიაგერ საისის ფოტო დაასახელა. ფოტოგრაფმა პრიზი ვალენსიის მეცნიერებათა ცენტრის შენობის ორიგინალური აღბეჭდვისთვის მიიღო.
ონლაინ გამოკითხვით გამარჯვებული ალექსანდრ ბორმოტინის ფოტო გახდა. ფოტოზე მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი სადგური "საველოვსკაია" არის აღბეჭდილი.
გამარჯვებულების გარდა, ორგანიზატორებმა კიდევ ცხრა ფოტო გამოარჩიეს.
ფოტო პორტუგალიის დედაქალაქში, ქუჩის ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.
ფოტო გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგშია გადაღებული და ქალაქის ცენტრში არსებული ძველი და ახალი არქიტექტურული სტილების შერწყმას ასახავს.
ფოტო ესპანეთში კალპეს სანაპიროზე მდებარე პოსტმოდერნულ სტილში აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსშია გადაღებული.
ფოტო მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და მასზე ლონდონში ტემზის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის შენობაა აღბეჭდილი.
ფოტო პერუში წყნარი ოკეანის სანაპიროზეა გადაღებული.
ფოტოზე ვროცლავის ნაციონალური მუსიკალური ფორუმის შენობის ზედხედია აღბეჭდილი, შენობა არქიტექტურული ეკონომეტრიის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
პრაღის ძველ ნაწილში მდებარე მადონას სახლის სახელით ცნობილი შენობა 1911-1912 წლებში აშენდა. შენობის არქიტექტორი იოზეფ გოჩარი იყო, შენობა დღემდე კუბიზმის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.
ფოტოზე გამოსახულია აბუ დაბიში მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენზე შუშის გაწმენდის სამუშაოები.
ფოტო აღმოსავლეთ სასექსის ერთ-ერთ პლიაჟზეა გადაღებულია და ასახულია წვიმის თავშესაფარი.
ფოტო გადაღებულია რუსეთის პროვინციაში.