ინფლაცია

ეროვნული ბანკი: პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს 3%-ს მიუახლოვდება

ტაბულა

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათი პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.

"პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. აღნიშნულს უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მკაცრი დარჩება მანამ, სანამ საშუალოვადიანი ინფლაციის მოლოდინები მიზნობრივ სამ პროცენტამდე არ შემცირდება," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, რეფინანსირების პოლიტიკა არ მკაცრდება და რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 9%-ზე რჩება.

დეკემბრის მონაცემებით, ინფლაციამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7% შეადგინა. ლარის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის განსამუხტად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2019 წლის ბოლო კვარტალში 4-ჯერ გაამკაცრა.

 

 

კომენტარები