საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ახალ კურატორად მარატ ხუნსულინი დაინიშნა

რუსეთის ახლადდანიშნული ვიცე-პრემიერი, მარატ ხუნსულინი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების კურატორად დაინიშნა. ხუნსულინი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სოციო-ეკონომიკური საკითხებს გაუწევს კოორდინაციას. 

რუსეთის წინა მთავრობაში იგივე საკითხებს ვიტალი მუტკო კურირებდა, რომელიც ახალი მთავრობის შემადგენლობაში ვერ მოხდა. მთავრობის ცვლილების შემდეგ მუტკო ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

ამავდროულად, ანექსირებული ყირიმის ლიდერმა, სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ხუნსულინი ყირიმთან დაკავშირებული საკითხების კურატორიც იქნება. მარატ ხუნსულინი, რუსეთის ახალი პრემიერის მიხეილ მიშუსტინის მეგობარია. 

ვიცე-პრემიერობამდე ხუნსულინი მოსკოვის განაშიანების დეპარტამენტის უფრუსის პოსტს იკავებდა. წინა დღეებში სახელმწიფო სამსახური დატოვა, ვლადისლავ სურკოვმაც, რომელიც კრემლის მთავარ იდეოლოგად მიიჩნეოდა. 

სურკოვი, ასევე, კურირებდა რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და უკრაინაში.

კომენტარები