კრიმინალი

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი - 1953 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ იყო. კონფლიქტი იმ მიწის გამო დაიწყო, რომელზეც ინდოეთის მოქალაქე სახლს აშენებდა.

"ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან.... ინვესტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ”, - ამბობს მოკლულის სიმამრი ინტერპრესნიუსის ცნობით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები