ოსკარი 2020

2020 წლის ოსკარზე სპაიკ ლის კოსტუმი კობი ბრაიანტს ეძღვნებოდა

billboard

რამდენიმე საათის წინ დასრულდა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებულებიც ცნობილია. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, უკვე ვნახეთ. 

რეჟისორი სპაიკ ლი დაჯილდოებაზე იისფერ კოსტუმში ყვითელი კანტით მივიდა, რითაც პატივი მიაგო, ცოტა ხნის წინ, ტრაგიკულად გარდაცვლილ კობი ბრაიანტს. ლეგენდარული კალათბურთელი ლოს ანჯელესის ლეიკერსში თამაშობდა. გუნდის ფორმის ფერები, სწორედ ლის მიერ შერჩეული კოსტუმის ფერებშია გადაჭრილი. ასევე რეჟისორის კოსტუმზე ამოტვიფრული იყო ნომერი 24, რომლითაც თამაშობდა ბრაიანტი. 


ფოტო: E news


ფოტო: deadline

კომენტარები