4 აპრილის აქცია

ბერძენიშვილი: 4 აპრილის აქცია იქნება საარჩევნო პროცესის სტარტი

radiotavisupleba.ge

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიცია 4 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს წარადგენს, რის შემდეგაც, მისი თქმით, საარჩევნო პროცესი აიღებს სათავეს:

"ჩატარდება ძალიან დიდი და მასობრივი აქცია თბილისში და ამასთანავე, ჩვენ ამ აქციაზე გავალთ უკვე მნიშვნელოვანი შეთანხმემებით, მათ შორის, მაჟორიტარული ოლქების საკმაო ნაწილში შეთანხმებით. პრაქტიკულად, ამ აქციაზე იქნება საარჩევნო პროცესის სტარტი."

ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, ამოაგდოს ოპოზიცია "კონსტიტუციური სივრციდან", ხელისუფლება მაინც არჩევნების გზით შეიცვლება.

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ოპოზიცია ამოაგდოს კონსტიტუციური, საარჩევნო სივრციდან. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ჩვენ მას დავამარცხებთ მაინც არჩევნებით და ქუჩიდან ზეწოლას გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ."

ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს, 4 აპრილს, 16:00 საათზე კი თბილისში აქცია გაიმართება. აპრილის აქციამდე სახელმწიფო შენობების პიკეტირებაც მოხდება.

კომენტარები