ჰონგ-კონგი

ჩინეთმა ჰონგ-კონგის და მაკაოს საქმეთა სააგენტოს ხელმღვანელი შეცვალა

Bloomberg

ჩინეთმა ჰონგ-კონგისა და მაკაოს საქმეთა სააგენტოს ხელმღვანელი შეცვალა. სააგენტოს ფუნქცია კონტინენტურ ჩინეთს და ჰონგ-კონგისა და მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირის გაღრმავებაა.

სია პაოლონგმა, რომელიც ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულო კონფერენციის ხელმძღვანელი იყო, ჩაანაცვლა ჭანგ სიაოინგი, რომლის დროსაც ჰონგ-კონგში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ანტიდემოკრატიული აქციები დაიწყო.

სიას და ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. 2003 წლიდან 2007 წლამდე სია იმჟამად ჭძიანგში კომუნისტური პარტიის მდივნის, სი ძინპინის მოადგილე იყო. მოგვიანებით ის ჭძიანგის კომუნისტური პარტიის მდივანი გახდა. 2014 წლის კამპანიით სიამ ჭძიანგის პროვინციაში მიწისქვეშა ტაძრების განადგურება და ქრისტიანული ეკლესიებიდან ჯვრების მოხსნა დაიწყო, რასაც მას ხისტი პოლიტიკის გამტარებლის სტატუსი მოუტანა.

ჰონგ-კონგის ბაპტისტური უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორმა ჟან-პიერ კაბესტანმა თქვა, რომ სიას ჰონგ-კონგში პირველად მისი პროტეჟეები ჰყავდა და ჰონგ-კონგი უფრო მეტი პოლიტიკური წნეხის თქვეს აღმოჩნდებოდა.

თვეების წინ ის ჰონგ-კონგის ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის, რის გამოც აქციები დაიწყო, მტკიცე მხარდამჭერი იყო.

სააგენტოს ვიცე დირექტორებად ლოუ ხუეინინგი და ფუ წიინგი დანიშნეს. ხუეინინგი იანვარში ჰონგ-კონგში ჩინეთის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად დანიშნესწიინგი კი მაკაოში ჩინეთის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, 2019 წლის ივნისიდან მილიონობით ჰონგ-კონგელი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და პროდემოკრატოულ ცვლილებებს ითხოვს.

კომენტარები