რიკოთი

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე ობიექტი ჩამოინგრა, დაშავდნენ მუშები

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" ცნობით, ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და ობიექტის ნანგრევებში 3 მუშა მოყვა.

მათივე ინფორმაციით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ხოლი ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამისიტროში ტაბულას მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. თუმცა, უწყების ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ ერთმა მუშამ. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები