დაჭრა ისანში

შსს: დავაკავეთ პირი, რომლმაც ისანში კაცი ცივი იარაღით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანში 1981 წელს დაბადებულ გ.დ-ს დაჭრისთვის 1981 წელს დაბადებული ნ.გ დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა გ.დ-ს ურთიერთშელაპარაკებისას ფეხში ჭრილობა დანით მიაყენა. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.  

ნ.გ-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები