შსს

მესტიაში, ჭუბერის თემში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერში თემში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტაბულაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 6 წლამდე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას გულისხმობს და ისჯება 3-დან 6 წლამდე და იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. 

დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

კომენტარები