ბიძინა ივანიშვილი

რაგბის კავშირი: დაბადების დღეს ვულოცავთ გამორჩეულ მეცენატს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს რაგბის კავშირმა ფეისბუქის პოსტით დაბადების დღე მიულოცა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

"საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს." - წერია მილოცვაში.

ბიძინა ივანიშვილი დღეს 64 წლის გახდა.

კომენტარები