სსრკ-ის ჰიმნი პარლამენტში

სესიაშვილი: სსრკ-ის ჰიმნით შეურაცხყოფა პარლამენტს მიაყენეს, არ ესმით, რას სჩადიან

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი, 18 თებერვალს ევროპული საქართველოს დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომაზე თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას ეხმაურება. სესიაშვილი ამბობს, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა შეურაცხყოფა არა "ოცნებას", არამედ საქართველოს პარლამენტს მიაყენეს.

"ვიღაცას პოლიტიკური პერფორმანსის გათამაშება სურს და, მისი აზრით, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ოცნებას, რეალურად, ყველამ დავინახეთ, რომ ეს უღირსი ქცევა შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტს აყენებდა",-ამბობს სესიაშვილი. 

ირაკლი სესიაშვილი 18 თებერვალს ევროპული საქართველოს ოფისთან "ოცნების" აქტივისტების აქციასაც ეხმაურება, სადაც რამდენიმე ადამიანი "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეწყვეტას" ითხოვდა

"ვისაც არ ესმის, რომ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირისა და რუსული ჰიმნი არ უნდა დაუკრას, მე ასეთ ადამიანებთან კონტრაქციას არ ჩავატარებდი. როცა არ ესმით, რას სჩადიან",-ამბოსბ სესიაშვილი. 

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, 18 თებერვლის სესიაზე, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გენერალურ პროკურორად დანიშვნის კენჭისყრას აპირებდნენ, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

"ეს არის საბჭოთა კავშირი, ეს არის ამ ხელისუფლების ჰიმნი, ამის ფონზე უნდათ ცხოვრება, მაგრამ არ ექნებათ ამის კომფორტი - ჩვენს ქვეყანაში არ იქნება საბჭოთა კავშირი, მუდმივად ექნებათ მათ ეს დისკომფორტი" - თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები