ალ პაჩინო

მეიტალ დოჰანმა ალ პაჩინო ასაკში სხვაობის გამო მიატოვა

Film

40 წლის მსახიობი მეიტალ დოჰანი და 79 წლის ალ პაჩინო დაშორდნენ. ქალის თქმით ამის მიზეზად მათ შორის ასაკში სხვაობა იქცა. 

"რთულია ასაკოვან ადამიანთან ერთად ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ალ პაჩინოა. ასაკში სხვაობა რთული რამ არის. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ გულწრფელი ვიქნები - ის უკვე მოხუცია. ამიტომაც მიუხედავად ჩემი სიყვარულისა, ეს ურთიერთობა დიდ ხანს არ გაგრძელდებოდა." თქვა დოჰანმა. 

ასევე მსახიობმა აღნიშნა, რომ ალ პაჩინო ხელგაშლილობით არ გამოირჩეოდა და მას მხოლოდ ყვავილებს ყიდულობდა. 

შეგახსენებთ, რომ ალ პაჩინოსა და მეიტან დოჰანის ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო.

კომენტარები