ჯერემი აირონსი

ჯერემი აირონსმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და აბორტებზე ისაუბრა

ჯერემი აირონსმა, რომელიც წელს ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარეა, ფესტივალის გახსნის შემმდეგ თქვა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარს უჭერს და ასევე ფიქრობს, რომ ნებისმიერ ქალს სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოს აბორტის უსაფრთხოდ გაკეთება. 

ეს განცხადება მსახიობმა მას მერე გააკეთა, რაც:

2013 წელს გამოცემასთან Huffington Post ინტერვიუში თქვა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია გამოიწვევს იმას, რომ მამები შვილებზე დაქორწინდებიან. 

იმავე პერიოდში, მაგრამ სხვა ინტერვიუში აირონსმა თქვა, რომ ქალები, რომლებიც სხვებს ადანაშაულებენ ძალადობაში, ხშირად თვითონაც დამნაშავეები არიან. 

2016 წელს გამოცემასთან The Guardian ინტერვიუში თქვა, რომ აბორტის უფლება ყველა ქალს აქვს, მაგრამ ეკლესიასაც აქვს უფლება ის ცოდვად ჩათვალოს. ასევე მან აღნიშნა, რომ აბორტი უდიდესი სტრესია ორგანიზმისთვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რაც ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ. 

ამჯერად აირონსმა განმარტა მის მიერ წარსულში ნათქვამი სიტყვები:

"ნება მომეცით, ერთხელ და სამუდამოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი ამ თემებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის მხარს ვუჭერ ქალთა უფლებების დამცველ მოძრაობებს. ქალები სახლშიც და სამსახურებშიც დაცულები უნდა იყვნენ. მეორე - მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. და მესამე - მთელი გულით ვემხრობი იმ აზრს, რომ ქალებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხო აბორტი გაიკეთონ იმ შემთხვევაში თუ მოუნდებათ და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს ადამიანის სამი ძირითადი უფლებაა, რომელთა დაცვა ცივილიზებური სამყაროსკენ მიმავალი გზის ნაწილია. არსებობს ადგილები სადაც ეს უფლებები ირღვევა ან საერთოდ არ არსებობს და ამას სიკვდილამდე და კატასტროფამდე მივყავართ. იმედია ფილმები, რომლებსაც წელს ვნახავთ ამ თემებსაც წარმოგვიდგენენ.

იმედი მაქვს, ახლა ის რაც წარსულში მითქვამს განვმარტე და ამ თემას დავხურავთ."

კომენტარები