კირკ დუგლასი

კირკ დუგლასის ანდერძის მიხედვით მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდება

Getty Images

კირკ დუგლასის ანდერძის დეტალები ცნობილი გახდა და აღმოჩნდა, რომ მან თითქმის მთელი თავისი ქონება (61 მილიონი დოლარი) ქველმოქმედებისთვის დატოვა. 

წყაროების თქმით, მისმა შვილმა - მაიკლ დუგლასმა მამის ქონებიდან ვერაფერი მიიღო. თავად მაიკლ დუგლასის ქონება დაახლოებით 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

კირკ დუგლასის ანდერძის მიხედვით 50 მილიონი დოლარი დუგლასების ფონდის დახმარებით გადანაწილდება სენტ ლოურენსის უნივერსიტეტს, ვესტვუდის სინაგოგას, კულვერ სიტის კირკ დუგლასის სახელობის თეატრსა და ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს შორის. 

შეგახსენებთ, რომ კირკ დუგლასი 5 თებერვალს 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები