არჩევნები ირანში

ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის არჩევნებზე ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

აიათოლა ალი ხამენეი
Reuters

21 თებერვალს ირანში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობა 42.6%-ია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ირანის მტრებმა სცადეს მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გაზვიადებით დაეშინებინათ.

"ეს ნეგატიური პროპაგანდა ვირუსის შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არჩევნებამდე გაიზარდა. მათი მედია ხელიდან არ უშვებდა უმცირეს შესაძლებლობასაც კი არჩევნებში მონაწილეობისგან გადაერწმუნებინათ ირანელი არმომრჩევლები და თავის გასამართლებელ მიზეზად ვირუსი მოეყვანათ." თქვა მან.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ თქვა, რომ დაბალი აქტოვობა მისაღებია, მას შემდეგ რაც ირანში კორონავირუსის გავრცელება, ცუდი ამინდი და ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციები დაფიქსირდა. მისივე თქმით თეირანში ხმა მხოლოდ დარეგისტრირებული ამომრჩევლების 25.4%-მა მისცა. იქ ოცდაათივე ადგილი აიათოლა ალი ხამენეის ერთგულმა კონსერვატორებმა მოიპოვეს.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტის ახალი სპიკერი ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მუჰამედ ბაყერ ყალიბაფი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქალაქში ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, კონსერვატორებმა უკვე მოიპოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

ირანში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების უკვე 8 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოვლენილია ინფიცირების 43 შემთხვევა. 14 პროვინციაში დაკეტილია სკოლები და უნივერსიტეტები. ერაყმა, პაკისტანმა და თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ავღანეთმა შეაჩერა საჰაერო და საგზაო მიმოსვლა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს, კონსტიტუციის მცველთა საბჭოს და არჩევნების ზედამხედველობის კომიტეტის 5 წევრს საარჩევნო მანიპულაციის და ირანელი ხალხისთვის თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების უფლების წართმევის გამო სანქციები დაუწესა.

სანქციები დაუწესდა კონსტიტუციის მცველთა საბჭოს მდივანს აჰმად ჯანათს, რომელსაც წარსულში პოლიტიკური დისდენტების მკვლელობა შეუქია და ირანელი მაღალჩინოსნებისთვის კიდევ მეტი მათგანის სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდებია. სანქციებით ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ში აქტივები გაეყინათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ.

პარლამენტის 290 ადგილისათვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. მასში მონაწილეობის მიღება 16,000-ზე მეტ კანდიდატს აუკრძალეს. მათ შორის დისკვალიფიკაცია მისცეს ბოლო მოწვევის პარლამენტის 90 რეფორმისტ წევრს. ირანის რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდა.

კომენტარები