კახა კალაძე

კალაძე პეტიციაზე "ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს": ამას ხელს აწერს ნაცები

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ პეტიციას "ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს" ხელს "ნაცები" აწერენ.

ჟურნალისტების რეპლიკას, რომ ხელმომწერთა შორის რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან, კახა კალაძემ არ უპასუხა.

"ამას ხელს აწერს ნაცები, ნაცები აწერენ ხელს", - თქვა მან.

პეტიციას "ქართველი ხალხის წერილი თავისუფალ სამყაროს" სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები უერთდებიან. ისინი დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მიმართავენ, გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გაატაროს საარჩევნო რეფორმა.

პეტიციას ხელს ამ დროისთვის 2000-მდე ადამიანი აწერს. მათ შორის არიან ლექტორები, პროფესორები, სტუდენტები, მოსამართლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, დიპლომატები, ყოფილი პირველი ლედი (მაკა ჩიჩუა), არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, ექიმები, იურისტები და ა.შ.

კომენტარები