ტურიზმი

ქვეყნები, რომლებსაც საქართველოდან ყველაზე ხშირად სტუმრობენ

შემოსავლების სამსახური

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოდან 890.5 ათასი გასვლა აღირიცხა.

ვიზიტების განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:

  • თურქეთი - ვიზიტების 39.3%
  • აზერბაიჯანი - 16.7%
  • ევროკავშირის ქვეყნები - 15.2%
  • სომხეთი - 12%
  • რუსეთის ფედერაცია - 8.7%
  • უკრაინა - 1.1%

განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 3.8-ს შეადგენდა.

2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას ჯამურმა ხარჯმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალოდ, ვიზიტისას 804 ლარი იხარჯებოდა.

განხორციელებული ვიზიტების მიზნის განაწილება კი ასეთია:

  • მეგობრების/ნათესავების მონახულება - 35.6%
  • საყიდლები - 31.8%
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა - 17.8%
  • დასვენება, გართობა, რეკრეაცია - 10.8%
  • მკურნალობა, გაჯანსაღება - 2.2%
  • სხვა - 1.8%

კომენტარები