აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო: ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ აშშ საქართველოს გვერდით დგას

კელი დეგნანი
US Embassy in Italy

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. 

"დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,"- წერია განცხადებაში. 

საელჩომ ასევე ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის, ციტატა მოიყვანა 25 თებერვალთან დაკავშირებით, როდესაც მე-11 წითელმა არმიამ თბილისი აიღო. 

"დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს:

"25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ" - წერს აშშ-ის საელჩო. 

კომენტარები