კობი ბრაიანტი

"ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებდნენ" - ვანესა ბრაიანტმა კობი და ჯიანა გაიხსენა

გუშინ, ლოს-ანჯელესში, კობი და ჯიანა ბრაიანტების გასახსენებლი საღამო გაიმართა, სადაც ცნობილმა ადამიანებმა და მათმა მეგობრებმა მათზე საჯაროდ ისაუბრეს.

ქმრისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ, საჯაროდ პირველად ისაუბრა კობი ბრაიანტის ცოლმა, ვანესა ბრაიანტმა.

"ღმერთმა იცის, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ამ სამყაროში ერთმანეთის გარეშე. მას უნდა წაეყვანა ის [ჯიანა ბრაიანტი] სამოთხეში", - თქვა მან.

ამის შემდეგ ვანესა ბრაიანტმა ისაუბრა როგორი ჭკვიანი, ლამაზი და კარგი ადამიანი იყო ჯიანა და რამდენის მიღწევა შეეძლო მას კალათბურთში.

"ვეღარასდროს ვნახავ ჩემს პატარას მოსიარულეს, ვეღარ იცეკვებს მამამისთან ერთად, ვეღარც ჩემთან ერთად და შვილებიც ვერ ეყოლება. ჯიანა გასაოცარი დედა იქნებოდა - ის ძალიან დედობრივი იყო პატარა ასაკიდანაც კი", - თქვა მან.

ამის შემდეგ მან კობი ბრაიანტზე ისაუბრა და თავის ქმარს მისი "სულიერი მოკავშირე" უწოდა.

"მსურს ჩემმა გოგოებმა იცოდნენ და დაიმახსოვრონ რამდენად საოცარი ადამიანი, ქმარი და მამა იყო ის. ის იყო ადამიანი, რომელსაც სურდა ესწავლებინა შემდეგი თაობებისთვის, როგორ უნდა იყო უკეთესი", - თქვა მან.

ამის შემდეგ ვანესა ბრაიატნმა კობი ბრაიანტს მიმართა:

"პატარავ, შენ მიხედე ჩვენს ჯიჯის".

26 იანვარს, 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი ჯიანა ბრაიანტი ვერტფმრენის კალაბასასში ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები