კობი ბრაიანტი

მაიკლ ჯორდანი: კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან ერთად ჩემი ნაწილიც მოკვდა

0 კომენტარი
მაიკლ ჯორდანი კობი ბრაიანტის გახსენებისას.

გუშინ, ლოს-ანჯელესში კობი და ჯიანა ბრაიანტების გასახსენებელ საღამოზე, ლეგენდარულ მაიკ ჯორდანს ემოციური სიტყვა ჰქონდა.

კობი ბრაიანტის გახსენებისას ჯორდანმა ტირილი დაიწყო და ამან მას მისი მომტირალი სახის მიმი გაახსენა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოციალურ ქსელებში პოპულარულია.

"წლების განმავლობაში კიდევ ერთ ჩემს მომტირალ მიმს უნდა ვუყურო. ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ ამას არ ვიზამდი, რადგან არ მინდოდა ახალი მიმისთვის მეყურებინა შემდეგი 3 და 4 წელი - აი, რა გამიკეთა კობი ბრაიანტმა", - თქვა მან.

ამის შემდეგ მაკლ ჯორდანმა მისი და "შავი მამბას" ურთიერთობა გაიხსენა.

"ის მირეკავდა ან მწერდა დილით 11:30-ზე, 2:30-ზე, 3:00-ზე. ჩვენ ვსაუბრობდით მოძრაობებზე, ფეხის ვარჯიშებზე. თავიდან ამაზე საუბარი მისი ტრავმების გამო გვიწევდა, შემდეგ კი ეს ვნება გახდა. ამ ბავშვს ჰქონდა ისეთი ვნება, როგორიც თქვენ არასდროს გეცოდინებათ. საოცარი რამ არის ვნება - თუ რაიმე გიყვარს, მის მიმართ ძლიერი ვნება გაქვს, ყველაფერს გააკეთებ რომ გაიგო ან მოიპოვო ის", - თქვა მან.

საუბრის დასასრულისას მაიკლ ჯორდანმა კობი ბრაიანტი "პატარა ძმად" მოიხსენია.

"როდესაც კობი ბრაიანტი გარდაიცვალა, ჩემი ნაწილიც მოკვდა. თუმცა, დღეიდან გპირდები, ვიცხოვრებ იმ მოგონებებით, რომ პატარა ძმა მყავდა, რომელსაც ყველა შესაძლო გზით ვეხმარებოდი. გთხოვ, მშვიდად განისვენე, პატარა ძმაო", - თქვა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

საღამოზე გამოჩნდა ვანესა ბრაიანტიც - მან საჯაროდ პირველად გაიხსენა კობი და ჯიანა ბრაიანტები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები