რუსეთ-საქართველო

ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს: თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო

РИА Новости

"თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო" - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმედის ჟურნალისტები ცდილობდნენ ლავროვისთვის ეკითხათ, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, ჩამოვა თუ არა ის თბილისში, თუკი ევროსაბჭოს მინისტერიალი აქ გაიმართება. ლავროვმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და ნაცვლად ამისა, მათ ავადმყოფები უწოდა. 

კომენტარები