საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

"მე და კოლეგა მცირედით დავზიანდით, შეფი არ დაშავდა"— ზახაროვა ჟურნალისტების "თავდასხმაზე"

flickr

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა Facebook-ზე ქართველი ჟურნალისტების "თავდასხმის" დროს მიყენებული "დაზიანებების" ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

"მე და ჩემმა კოლეგა უმნიშვნელოვნად დავზიანდით, შეფი არ დაშავებულა. ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ლავროვისთვის რუსულად კითხვის დასმის პარალელურად ქართველი ჟურნალისტები ინგლისურად ყვიროდნენ "არ შემეხოთ" [don’t touch me]. სააკაშვილის სტილია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის დროს მიწაზე ეცემოდა", — წერია ზახაროვას მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

ფოტო: Maria Zakhrova/Facebook


ფოტო: Maria Zakharova/Facebook

დღეს, ჟენევაში მაშინ როდესაც, ქართველი ჟურნალისტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სერგეი ლავროვისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ, ლავროვმა მათ ავადმყოფები უწოდა. 

"ინციდენტს" სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მარი ზახაროვა. "ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე ხუმრობაა] თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო, ყვიროდნენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. სვლის გასაგრძელებლად, ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალების გაჩოჩება გახდა საჭირო. და იცით მათ რა აინტერესებდათ? - შეუძლებელია ამის დაჯერება! მათ ერთადერთი კითხვა ჰქონდათ - ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებაა - ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლაზე. საცოდავი სანახაობაა.”, — განაცხადა მარია ზახაროვამ.

ჟენევაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით ევროპის საბჭოს მინისტერიალი შესაძლოა თბილისში აღარ ჩატარდეს.

კომენტარები